ჩადეთ თქვენი სალათა ასეთ ფენოვან ხვეულებში და დატკბით შედეგით

12-06-2023, 12:20
125 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

შიგთავსი

  • მაიონეზი - 1.00 სკ
  • ხახვი - 1.00 ც
  • კიტრის მწნილი - 1.00 ც
  • მოხარშული კვერცხი - 4.00 ც
  • სოკო ( შამპინიონი) - 200.00 გ

ცომი

  • კვერცხი - 1.00 ც
  • კარაქი - 50.00 გ
  • მარილი – 0,5 ჩაის კოვზი
  • შაქარი - 1.00 სკ
  • საფუარი
  • რძე - 100.00 მლ
  • წყალი - 100.00 მლ
  • ფქვილი - 350.00 გ

    მომზადების წესი

    ჯამში მოათავსეთ ფქვილი, მარილი, საფუარი და შაქარი. ამოურიეთ კარგად. დაუმატეთ წყალი, რძე, გამდნარი კარაქი და კარგად ამოურიეთ. მოზილეთ ცომი, ზილეთ 5 წუთის განმავლობაში. გადააფარეთ სამზარეულოს ცელოფანი და მოათავსეთ თბილ ადგილას. ცომი რომ ამოვა, ერთხელ ჩაზილეთ და რამდენიმე წუთით კვლავ თბილ ადგილას დააყოვნეთ.

    ცომი გაყავით ორ ნაწილად. გააბრტყელეთ 35 X 30 სმ-ზე. დაჭერით 3 სმ სიგანის ზოლებად და მილის ფორმითგადაახვიეთ. მილებს თავზე გადაუსვით წყალშერეული ათქვეფილი კვერცხი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20-25 წუთით.

    შოგთავსი:

    სოკო და ხახვი დაჭერით კუბებად. შეწვით სოკო ზეთში. დაუმატეთ ხახვი და ცოტა ზეთი. მოაყარეთ მარილი და პილპილი.

    მოხარშული კვერცხი და დამწნილებული კიტრი დაჭერით კუბებად. ეს ყველაფერი შეურიეთ ერთმანეთს. დაასხით მაიონეზი და კარგად ამოურიეთ. გემოვნებით დაუმატეთ მარილი და პილპილი. ეს მასა გადაიტანეთ მილებში.

    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა