თუ გაქვთ 200 მლ მაწონი, მოამზადეთ ეს უგემრიელესი „ყველიანი პურები“

12-06-2023, 12:04
194 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 200.00 გ
  • ყველი - 130.00 გ
  • სოდა - 1/2 ჩკ
  • შაქარი - 1.00 ჩკ
  • მარილი - 1/3 ჩკ
  • ზეთი - 2.00 სკ
  • კეფირი - 200.00 მლ (ან მაწონი)

    მომზადების წესი

    ჯამში მოათავსეთ კეფირი, მარილი, სოდა და შაქარი. შეურიეთ გახეხილი ყველიც და ამოურიეთ. შემდეგფქვილი დაუმატეთ და მოზილეთ ცომი. გაყავით ორ ნაწილად, გრძივად გააბრტყელეთ (ძეხვის ფორმად), გაახვიეთ ცელოფანში და დააყოვნეთ 1 საათით.

    შემდეგ ცომი მედალიონებად დაჭერით და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 15 წუთით.

    შეგიძლიათ ეს ყველიანი პურები ჩაისთან ერთად მიირთვათ ან შუაზე გაჭრათ და სასურველი შიგთავსი მოათავსოთ მათში.

    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა