ფუნთუშები მოხარშული კრემით - ისეთი ჰაეროვანი, რომ პირში დნება!

22-06-2023, 10:19
206 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • შაქრის პუდრა – მოსაყრელად
  • თეთრი შოკოლადი
  • კონიაკი
  • ვანილი 1 შეკვრა
  • მწიკვი მარილი
  • შაქარი
  • ზეთი
  • მშრალი საფუარი
  • კვერცხი 2 ცალი
  • რძე
  • ფქვილი

    მომზადების წესი

    მომზადება:
    თბილ რძეში გახსენით საფუარი, მარილი, შაქარი, ზეთი და კონიაკი. აურიეთ და თანთანობით შეურიეთ ფქვილი. მოზილეთ ცომი და გააჩერეთ, რომ აფუვდეს.
    კრემისთვის: ¾ ჭიქა რძე მიიყვანეთ ადუღებამდე. დარჩენილ ცივ რძეში დაუმატეთ კვერცხი, შაქარი და ათქვიფეთ. შეათქვიფეთ ფქვილი. მიღებული მასა ნელ-ნელა, წვრილი ნაკადით ჩაუშვით ადუღებულ რძეში და თან შეუჩერებლად ურიეთ, სანამ არ გასქელდება.
    ცხელ კრემში დაუმატეთ თეთრი შოკოლადი და ურიეთ, სანამ არ გადნება. გააცივეთ კრემი.
    ცომი გაყავით პატარა ნაწილებად. ხელით გააბრტყელეთ, ჩადეთ 1 ჩ/კ კრემი და მოუკარით კიდეები.
    შეწვით ფრიტიურში, სანამ ყველა მხრიდან არ დაიბრაწება.
    გაგრილებულ ფუნთუშებს მოაყარეთ შაქრის პუდრა.
    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა