ფორთოხლის სამარხვო ტორტი

20-06-2023, 11:09
207 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მანის ბურღული - 35.00 გ
  •  შაქარი - 250.00 გ
  • ზეთი - 120.00 მლ
  • ფქვილი - 300.00 გ
  • სახამებელი - 20.00 გ
  • მწიკვი მარილი
  • გამაფხვიერებელი
  • ფორთოხლის წვენი - 850.00 მლ

    მომზადების წესი

    მოამზადეთ ბისკვიტი: ღრმა ჯამში ჩაასხით 250 მლ ფორთოხლის წვენი, დაუმატეთ მწიკვი მარილი და 150 გ შაქარი. აურიეთ, სანამ შაქარი მთლიანად არ გადნება. დაუმატეთ 100 მლ ზეთი, გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი. კარგად აურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.

    გამოსაცხობ ფორმას წაუსვით კარგად ზეთი და მოაყარეთ ფქვილი. ჩაასხით ცომი და მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-30 წუთით. მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით.

    გამომცხვარი ბისკვიტი ფრთხილად გადმოიღეთ და მოათავსეთ ცხაურზე, გასაცივებლად.

    მოამზადეთ კრემი: ჩაასხით ჯამში 450 მლ ფორთოხლის წვენი, დაუმატეთ 100 გ შაქარი. დადგით მასა ცეცხლზე და როგორც კი დაიწყებს ადუღებას, წვრილი ნაკადით ჩაუშვით მანის ბურღული, თან შეუჩერებლად ურიეთ. ხარშეთ 1 წუთის განმავლობაში, თან ურიეთ.

    50 მლ ფორთოხლის წვენში გახსენით სახამებელი და წვრილი ნაკადით ჩაუშვით კრემში დუღილისას. დაუმატეთ ზეთი. ისე რომ არ შეწყვიტოთ მორევა, მიიყვანეთ მასა ადუღებამდე და მაშინვე გადმოდგით ცეცხლიდან.

    გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე კრემი და შემდეგ ათქვიფეთ მიქსერით.

    ტორტის ბისკვიტს თხლად მოაჭერით ზედაპირი (დაგჭირდებათ მოსაყრელად). დარჩენილი ბისკვიტი გაჭერით 2 თანაბარ ნაწილად. დანამეთ პირველი ფენა ნახევარი დარჩენილი ფორთოხლის წვენით, წაისვით კრემი, დააფარეთ ტორტის მეორე ფენა, ისიც დანამეთ და წაუსვით კრემი.

    დაფხვენით ბისკვიტის ზედა ფენა და მოაყარეთ ტორტს. შედგით ტორტი მაცივარში 30 წუთით.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა