ეს დესერტი ლიმონის ტრიუმფი უფროა, ვიდრე ნამცხვარი

21-06-2023, 12:38
172 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

კრემი

  • შაქრის პუდრა
  • ფქვილი - 1.00 ჭიქა
  • 1 ლიმონის წვენი
  • 4-6 ცალი ლიმონის ცედრა
  • შაქარი - 2.50 ჭიქა
  • კვერცხი - 6.00 ცალი

ბისკვიტი

  • ფქვილი - 2.00 ჭიქა
  • შაქარი - 0.50 ჭიქა
  • დარბილებული კარაქი - 220.00 გ
  • მწიკვი მარილი

    მომზადების წესი

    დარბილებული კარაქი და შაქარი ათქვიფეთ მიქსერით (ნიჩბისმაგვარი ჩხირით). დაუმატეთ დქვილი და მარილი და მიქსერის ნელ სიჩქარეზე თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. გადმოიტანეთ ცომი ფქვილმოყრილ დაფაზე და გააკეთეთ გუნდა.გადაიტენთ ცომი 23X33 სმ დიამეტრის პერგამენტდაფენილ და კარაქწასმულ ფორმაზე და გაასწორეთ ფქვილიანი ხელით ფორმის მთელ ზედაპირზე. შედგით ფორმა მაცივარში, მანამდე კი ჩართეთ ღუმელი 180 გრადუსზე.30-40 წუთში გამოიღეთ მაცივრიდან ფორმა და შედგით ღუმელში. აცხვეთ 15-20 წუთი, სანამ ოდნავ არ გაყავისფრდება. შემდეგ გამოიღეთ ღუმელიდან და გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე. ბისკვიტი არ გადმოიღოთ ფორმიდან და არც ღუმელი გამორთოთ, კვლავ დაგჭირდებათ.

    მანამდე გააკეთეთ კრემი:

    მოაჭერით ლიმონს ცედრა (ეცადეთ თეთრი კანის კარეშე გაფცქვნათ) და დაჭერით რაც შეიძლება წვრილად (შეგიძლიათ, დაფქვათ ყავის საფქვავში). ათქვიფეთ კრემისთვის განკუთვნილი ინგრედიენტები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და ფრთხილად ჩაასხით ფორმაში, ბისკვიტზე.შედგით ფორმა კვლავ გახურებულ ღუმელში 30-35 წუთით. გამოიღეთ და გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე. მოაყარეთ შაქრის პუდრა.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა