ყავის დესერტი - ნაზი მუსი ფინჯნებში

14-06-2023, 09:49
175 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მწიკვი მარილი
  • შაქარი
  • ხსნადი ყავა
  • ყავა ესპრესო
  • მაღალპროცენტიანი ნაღები
  • რძე
  • ყავისფერი შაქარი
  • კვერცხის გული
  • ვანილის ექსტრაქტი
  • შავი შოკოლადი

    მომზადების წესი

    მომზადება:
    გაახურეთ ღუმელი 160 გრადუსზე. აადუღეთ წყალი ჩაიდნით.
    დაამტვრიეთ შოკოლადი და მოათავსეთ ჯამში. ცალკე ათქვიფეთ კვერცხის გულები, ყავისფერი შაქარი და მწიკვი მარილი.
    შეათბეთ რძე და 0,5 ჭიქა ნაღები, ცოტაოდენი ჩაასხით შოკოლადიან ჯამში, აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
    რძის დარჩენილი მასა ფრთხილად ჩაუშვით კვერცხისა და შაქრის მასაში და ათქვიფეთ.
    შოკოლადის მასა თქვიფეთ მიქსერით და ისე შეურიეთ რძისა და კვერცხის მასა. დაუმატეთ ესპრესო, 1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი - თქვიფეთ დაბალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
    გადაიტანეთ მასა მაფინების გამოსაცხობ ფორმებში, ფორმები მოათავსეთ ლითონის ფირფიტაზე, რომელზეც უნდა დაასხათ ჩაიდანში ადუღებული წყალი იმდენი, რომ ნახევრად დაფაროს მაფინების ფორმები. გადააფარეთ მთლიანად ფოლგა და აცხვეთ 25-30 წუთი.
    გამოიღეთ ღუმელიდან ფირფიტა, მოხსენით ფოლგა, მაფინების ფორმები მოათავსეთ ცხაურზე, რათა გაცივდეს.
    მოსართავად ათქვიფეთ დარჩენილი, 0,5 ჭიქა ნაღები და 1 ს/კ შაქარი, დაუმატეთ ხსნადი ყავა. მორთეთ დესერტი და მიიტანეთ სუფრასთან.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა