ხბოს ხორცის ჩაშუშული შავი ქლიავის ჩირით

21-06-2023, 11:01
178 ნახვა
Aa

ამ კერძის საოცარი გემოს საიდუმლო სქელ, ნოყიერ ბულიონშია. მოამზადეთ აუჩქარებლად და არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ საშუალება არაფერს, რომ გადაიხარშოს.

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • კარტოფილი
  • პილპილის მარცვლები
  • დაფნის ფოთოლი
  • სტაფილო
  • ბულიონი
  • ხახვი
  • ზეთი
  • შავი ქლიავის ჩირი, უკურკო
  • ხბოს ხორცი

    მომზადების წესი

    შავი ქლიავის ჩირი დაალბეთ ცივ წყალში 1 საათით. ამასობაში დაჭერით ხორცი პატარა კუბიკებად.

    თუჯის ქვაბში ან ღრმა ტაფაში გააცხელეთ ზეთი და შეწვით ხორცი დაახლოებით 15 წუთს განმავლობაში. სანამ ხორცი იწვება, გაფცქვენით ხახვი და დაჭერით მსხვილ ნახევარწრეებად. დაუამტეთ ხახვი სორცს და აურიეთ. ხრაკეთ კიდევ 15 წუთის განმავლობაში.

    დაასხით ხორცს 2 ჩამჩა ბულიონი, დაუკელით ცეცხლს და თუშეთ 20 წუთის განმავლობაში. სტაფილო გაფცქვენით და დაჭეით საშუალო ზომის კუბიკებად. დაუმატეთ სტაფილო ხორცს და თუშეთ კიდევ 20 წუთი.

    ჩააგდეთ დაფნის ფოთოლი და სურნელოვანი პილპილის მარცვლები, დაუმატეთ მარილი და პილპილი. აურიეთ და გააგრძელეთ მომზადება კიდევ 15 წუთის განმავლობაში.

    გადაწურეთ დამბალი შავი ქლიავი და დაუმატეთ კერძს. დაასხით იმდენი ბულიონი, რომ პროდუქტები კარგად დაფაროს, დაუკელით ცეცხლს და თუშეთ კერძი დაბალ ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში.

    ამასობაში გაფცქვენით კარტოფილი, დაჭერით კუბიკებად და დაუამტეთ კერძს, დაასხით დარჩენილი ბულიონი ან წყალი, დააფარეთ თავსახური, დაუკელით ცეცხლს მინიმუმამდე და თუშეთ 40 წუთი. ბოლოს მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.

    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა