თევზი პიკანტურ ტომატის სოუსში – საუკეთესო რეცეპტი თევზეულის მოყვარულთათვის!

20-06-2023, 11:17
236 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • თეთრი მშრალი ღვინო
  • ნიორი
  • ტომატპასტა
  • პომიდორი
  • ზეითუნის ზეთი
  • მარილი და პილპილი
  • ოხრახუში
  • პაპრიკა
  • მწიკვი დარიჩინი
  • მწიკვი შაქარი
  • ლიმონის წვენი
  • თეთრი თევზის ფილე

    მომზადების წესი

    მომზადება:
    თევზის ფილეს მოაყარეთ მარილი და პილპილი, წაუსვით ღუმელის ფირფიტას ზეითუნის ზეთი და მოათავსეთ მასზე ფილე. მოასხით ლიმონის წვენი.
    შედგით ფირფიტა 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30-60 წუთი.
    ამასობაში ტაფაზე გააცხელეთ ზეითუნის ზეთი და მოხრაკეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დაუმატეთ დაჭრილი ნიორი, მარილი და ხრაკეთ კიდევ 1 წუთი. დაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი პომიდორი, შაქარი, პაპრიკა, დარიჩინი, ღვინო და დაჭრილი ოხრახუშის ნახევარი. გახსნით ტომატპასტა 1/4 ჭიქა წყალში და დაუმატეთ დანარჩენ ინგრედიენტებს. ხრაკეთ 15 წუთი დაბალ ცეცხლზე.
    მზა სოუსი მოასხით შემწვარ თევზის ფილეს და მოაყარეთ ოხრახუში.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა