თევზი ძეხვითა და ბოსტნეულით

14-06-2023, 11:52
126 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ზეთი შესაწვავად
  • მარილი და წიწაკა
  • შებოლილი ძეხვი
  • ნებისმიერი თევზის ფილე
  • კარტოფილი
  • ნიახური
  • კანგაცლილი, დაჭრილი პამიდორი
  • სტაფილო
  • მშრალი ღვინო

    მომზადების წესი

    ნიახური გავრეცხოთ და მსხვილად დავჭრათ.

    კარტოფილი დავჭრათ თხელ, მრგვალ ნაჭრებად და შევწვათ ზეთში. ბოლოს მოვაყაროთ მარილი.

    კარტოფილი მოვათავსოთ ტაფაში, დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ძეხვი, ნიახური და გახეხილი სტაფილო. მოვაყაროთ ცოტა მარილი.

    ინგრედიენტებს დავასხათ დაჭყლეტილი პამიდორი და დავდგათ ცეცხლზე. ვშუშოთ, სანამ სტაფილო არ დარბილდება.

    მასა გადავიტანოთ საცხობ ფორმაში (შეგვიძლია ამავე ტაფით შევდგათ ღუმელში), მოვასხათ ღვინო, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა.

    ბოსტნეულს ზემოდან მოვაწყოთ 3X3 სმ-ის თევზის ფილეს ნაჭრები, მოვაყაროთ წიწაკა და მარილი. კერძი შევდგათ ღუმელში 20 წუთით.


    ამ კერძის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოვიყენოთ როგორც თეთრი, ასევე წითელი ღვინო, მთავარია, რომ ის იყოს მშრალი.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა