სამარხვო ტორტი ანა კოსტავას რეცეპტით

20-06-2023, 10:56
229 ნახვა
Aa

"მეგობრებო, ვინც მარხულობთ, უგემრიელესი ტორტის რეცეპტი მოგართვით წინა საახალწლოდ" - გვთავაზობს ანა კოსტავა სამარხვო ტორტის რეცეპტს.

ინგრედიენტები

კრემი:

  • კონიაკი
  • ხსნადი ყავა - 2.00 ჩ/კ
  • ვანილი
  • ფორთოხალი - 2.00 ცალი
  • ფქვილი - 1.00 ჭიქა
  •  შაქარი
  • წყალი

ბისკვიტი:

  • ფქვილი
  • გამაფხვიერებელი - 1.00 შეკვრა (16გ) ან სოდა ძმრით 1 ჩ/კ
  • ვანილი - 1.00 შეკვრა
  • ფორთოხალი - 1.00 ცალი, გახეხილი ცედრა და წვენი
  • გაზიანი მინერალური წყალი - 1.00 ჭიქა
  • ზეთი
  •  შაქარი - 1.00 ჭიქა

    მომზადების წესი

    შაქარი, ზეთი და მინერალური წყალი ავურიოთ ერთმანეთში,ჩავახეხოთ ფორთოხლის კანი და ჩავაწუროთ წვენიც, შემდეგ დავამატოთ ვანილი, გამაფხვიერებელი(ან სოდა/ძმრით) და ბოლოს- ფქვილი.
    ცომი მოვათავსოთ ცხიმწამულ საშუალო ზომის ფორმაში და გამოვაცხოთ ღუმელში 180 გრადუსზე.

    მოვამზადოთ კრემი:

    0,5 ლიტრ წყალში გავხსნათ 1 ჭიქა ფქვილი, 1,5 ჭიქა შაქარი და დავამატოთ კუბიკებად დაჭრილი 2 ფორთოხლი(კანის გარეშე).დავდგათ ცეცხლზე და გამუდმებით ვურიოთ, სანამ ფაფა არ მომზადდება.
    ბისკვიტი გავჭრათ შუაზე და ორივე ფენა დავნამოთ ყავით და კონიაკით.
    კრემი ცოტა რომ გაგრილდება, მოვათავსოთ ბისკვიტებს შორის.

    თავზე სურვილისამებრ მოვაფრქვიოთ შაქრის პუდრა.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა