სამარხვო ნამცხვარი კივით

19-06-2023, 11:10
161 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • კივი და თხილი
  • ბრენდი და კონიაკი
  • სამარხვო კარაქი
  • ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა
  • მარილი
  • ვანილი
  • ფქვილი
  • შაქარი
  • ქოქოსის ან სოიოს რძე
  • კრემისთვის:
  • ფქვილი
  • კაკაო
  • გამაფხვიერებელი
  • ზეთი
  • წყალი
  • შაქარი
  • ბისკვიტისთვის:

    მომზადების წესი

    მომზადების წესი:

    ბისკვიტის ყველა ინგრედიენტი ერთად მოვათავსოთ და კარგად ავთქვიფოთ, შემდეგ გადავიტანოთ ქაღალდჩაფენილ, ცხიმწასმულ ფორმაში (20-22 სმ დიამეტრი) და 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ.

    სანამ ბისკვიტი გამოცხვება, მოვამზადოთ კრემი: შაქარი, ფქვილი, რძე ავთქვიფოთ, დავუმატოთ ვანილი, ლიმონის ცედრა, მარილი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. კრემს ვურიოთ და ავადუღოთ. შესქელებული კრემი გავაცივოთ და შევათქვიფოთ კარაქი.

    შეგრილებული ბისკვიტი შუაზე გავჭრათ, მოვაპკუროთ კონიაკი, წავუსვათ კრემი და მეორე ნაწილი დავადოთ ზემოდან. ზემოდანაც წავუსვათ კრემი. მოვრთოთ კივითა და გახეხილი თხილით.

    ტორტი 1 საათით გავაჩეროთ, რომ კრემი გაუჯდეს.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა