უგემრიელესი სამარხვო ფახლავა

17-06-2023, 18:24
274 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

სიროფი

  • 1 ლიმონის ცედრა
  • თაფლი - 100 გრ
  • წყალი - 1 ჭიქა
  • შაქარი - 200 გრ

ინგრედიენტები

  • დარიჩინი - 0.5 ჩკ
  • მუსკატის კაკალი - 1 ჩკ
  • ვანილი - 1 შეკვრა
  • მარგარინი - 250 გ
  • ქიშმიში - 200 გრ
  • გატარებული ნიგოზი - 400 გრ
  • მარილი - 0.25 ჩკ
  • ზეთი - 7 სკ
  • წყალი - 3 ჭიქა
  • ფქვილი - 7 ჭიქა 

    მომზადების წესი

    1. ფქვილს დავამატოთ წყალი, ზეთი, მარილი და მოვზილოთ რბილი, ელასტიური ცომი (თუ ცომი ხელზე გვეკრება შეგვიძლია დავამატოთ ცოტა პურის ფქვილი). მომზადებული ცომი დავდგათ თბილ ადგილზე 30 წუთით, 2. გატარებულ ნიგოზს დავამატოთ დარიჩინი, მუსკატი, შაქარი, ვანილი, ქიშმიში და კარგათ ავურიოთ. 3. ცომი გავყოთ 9 ნაწილად (ერთი ნაწილი შედარებით დიდი უნდა იყოს), თითოეული ნაწილი გავაბრტყელოთ თხლად, დიდი ნაწილი დავაფაროთ ცხიმწასმულ გამოსაცხობ ფორმაზე, წავუსვათ გამდნარი ცხიმი, დავაფაროთ მეორე ცომი, წავუსვათ ცხიმი, მოვაყაროთ მომზადებული შიგთავსი, თანაბრად გადავანწილოთ, დავაფროთ მესამე ცომი, წავუსვათ ცხიმი, მოვაყაროთ ნიგოზი და ასე გავიმეოროთ ბოლო ფენამდე, ბოლო ფენას წავუსვათ ცხიმი, დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად (ფახლავა ბოლომდე არ ჩავჭრათ, რადგან სიროფი ფორმის ძირში ჩაიკრავს), გადავაფაროთ ტილო და გავაჩეროთ 15 წუთი, შემდეგ შევდგათ 180 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში და ვაცხოთ 25 წუთის განმავლობაში, შემდეგ გამოვიღოთ აირღუმელიდან, მოვასხათ სიროფის ნახევარი და კვალავ შევდგათ 15 წუთით, 15 წუთის შემდეგ ისევ მოვასხათ სიროფი და ვაცხოთ კიდევ 15 წუთი. სიროფის მომზადება: შაქარს დავასხათ წყალი, დავამატოთ თაფლი, ლიმონის ცედრა და ვხარშოთ რამოდენიმე წუთი ნელ ცეცხლზე (სიროფი უნდა მოვამზადოთ ფახლავის ცხობის პერიოდში).

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა