ქლიავის ფუმფულა და არომატული ნამცხვარი

16-06-2023, 12:49
212 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • 1 ლიმონის ცედრა
  • მუსკატის კაკალი (ჯავზი)
  • რძე
  • კონიაკი ან ლიქიორი
  • გამაფხვიერებელი
  • დაფქული თხილი
  • ფქვილი
  • ვანილი
  • შაქარი
  • კვერცხი
  • კარაქი
  • ქლიავი

    მომზადების წესი

    გავცრათ ფქვილი, დავამნატოთ მარილი, მუსკატის კაკალი, ლიმონის ცედრა, დაფქული თხილი და გამაფხვიერებელი.

    ცალკე ავთქვიფოთ დარბილებული კარაქი და შაქარი, შემდეგ სათითაოდ შევათქვიფოთ კვერცხები, ვანილი, რძე და ლიქიორი.

    შევურიოთ მშრალი ინგრედიენტები და კარგად ავურიოთ.

    გადავიტანოთ 23-24 სმ დიამეტრის ფორმაში. ზემოდან გავანაწილოთ დაჭრილი ქლიავი და მოვაყაროთ შაქარი.

    გამოვაცხოთ 40-45 წუთი 180 გრადუსზე. ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრა

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა