შავი მოცხარის სამარხვო ნამცხვარი

20-06-2023, 10:45
175 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

გულსართი:

  • 1 ფორთოხლის ცედრა
  • სიმინდის სახამებელი
  •  შაქარი
  • შავი მოცხარი

ცომი:

  • მწიკვი სოდა
  • ვანილის შაქარი
  • გაყინული წყალი
  • ზეთი
  •  შაქარი
  • ფქვილი

    მომზადების წესი

    თუ მოცხარი გაყინული გაქვთ, გამოიღეთ და გაალღვეთ. მანამდე კი ჯამში აურიეთ გაცრილი ფქვილი 150 გ, მწიკვი მარილი, შაქარი, ვანილი, გაყინული წყალი და ზეთი, დაუმატეთ დარჩენილი ფქვილი, მწიკვი სოდა და მოზილეთ ელასტიკურიცომი. გაახვიეთ ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში 1 საათით.

    კენკრას დაუმატეთ სიმინდის სახამებელი, შაქარი და აურიეთ.

    გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. გამოსაცხობ ფირფიტას წაუსვით ზეთი. ცომი გაყავით ორ ნაწილად (ერთი ოდნავ მოზრდილი, მეორე - უფრო პატარა). გააბრტყელეთ ჯერ ერთი, დიდი ცომის გუნდა, დააფინეთ გამოსაცხობ ფორმაზე ისე, რომ გაუკეთოთ მაღალი კიდეები. გაანაწილეთ ცომზე მოცხარის გულსართი.

    გააბრტყელეთ ცომის მეორე, მომცრო ნაწილი და დააფინეთ მოცხარის ზემოდან. მოუკარით კიდეები ფრთხილად. წაუსვით კულინარიული ფუნჯით ღვეზელს ზეთი, მოაყარეთ ცოტაოდენი შაქარი. შუაში ჩაჩხვლიტეთ, რათა ღვეზელიდან გამოვიდეს ორთქლი.

    აცხვეთ ღვეზელი 30-35 წუთი. ზედაპირი რთულად იბრაწება, ასე რომ, ფრთხილად იყავით, არ დაგეწვეთ. ღვეზელის მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით. ჩაარჭვეთ ბისკვიტში, თუ ის მშრალი ამოვიდა, ღვეზელი მზად არის. გააცივეთ ფორმაშივე, შემდეგ კი ფრთხილად გადმოიღეთ.

    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა