ყველაზე გემრიელი თევზის ღვეზელი: ჰაეროვანი, არომატული და წვნიანი!

20-06-2023, 11:19
174 ნახვა
Aa

ღვეზელი თევზის გულსართით - არა მხოლოდ სრულფასოვანი ვახშამია მთელი ოჯახსითვის, არამედ სადღესასწაულო სუფრის ღირსეული მშვენებაც არის.
გთავაზობთ, უგემრიელესი ღვეზელი რეცეპტს, რომელიც გირჩევთ, რომ აუცილებლად ჩაინიშნოთ!

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ზეთი
  • ბრინჯი
  • მწვანე ხახვი
  • კვერცხი 2 ცალი
  • ფენოვანი ცომი
  • ორაგულის ფილე

    მომზადების წესი

    მომზადება:
    ბრინჯი გარეცხეთ, დაასხით 2 ჭიქა წყალი, დაუმატეთ მარილი და მოხარშეთ. კვერცხის მოხარშეთ მაგრად.
    ცომი გაალღვეთ, გაყავით 2 ნაწილად და გააბრტყელეთ ოდნავ თითოეული. ღუმელის ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი, წაუსვით ზეთი და დადეთ ცომის ერთი ფირფიტა, ამოუწიეთ კიდეები.
    დაამუშავეთ თევზი: მოაცალეთ კანი, პინცეტით ამოაცალეთ ფხები, თუ აქვს. მიღებული ფილე დაჭერით თხელ ფირფიტებად. დაჭერით მწვანე ხახვი წვრილად, კვერცხი - კბიკებად.
    ცომის ფირფიტაზე გაანაწილეთ თაბრად ფენებად მოხარშული და გაცივებული ბრინჯი, მწვანე ხახვი, კვერცხი. ზემოდან კი თევზის ნაჭრები.
    დააფარეთ ზემოდან ცომის მეორე ფირფიტა და შეუკარით კიდეები. ზემოდან წაუსვით ზეთი, ჩაჩხვლიტეთ ჩანგლით, რათა ჰაერი გარეთ გამოვიდეს.
    ყურადღება: ღვეზელს ზემოდან მოაყარეთ შაქარი (დაახლოებით 1 ს/კ). ეს ხრიკი დაგეხმარებათ, გაამძაფროთ კერძის გემო და ღვეზელი ხრაშუნაკანიანი გამოვიდეს.
    გაახურეთ ღმელი 180 გრადუსზე, მოათავსეთ ღვეზელი და აცხვეთ 40 წუთი. როცა კერძი მზად იქნება, გამოიღეთ ღუმელიდან და გააჩერეთ 10 წუთი.
    გამოდის საოცრად გემრიელი, არომატული და ნოყიერი ღვეზელი...

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა