ჩაიზე მისაყოლებელი ხრაშუნა, მსუბუქი ნამცხვრები ჯემით

16-06-2023, 13:11
248 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • შაქრის პუდრა – მოსაყრელად
  • ნებისმიერი ჯემი
  • ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა
  • ვანილი 1 შეკვრა
  • შაქარი - 1 სკ
  • არაჟანი - 125 გ
  • დარბილებული კარაქი - 125 გ
  • ფქვილი - 250 გ

მომზადების წესი

კარაქთან ერთად ათქვიფეთ შაქარი, ვანილი, ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა და არაჟანი. ჩააცერით ფქვილი კარაქის მასაში და მოზილეთ ცომი. გაახვიეთ საკვების შესაფუთ ცელოფანში და შედგით მაცივარში 1 საათით. ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე. სამუშაო მაგიდას მოაყარეთ ფქვილი და გაყავით ცომი შუაზე და გააბრტყელეთ სათითაოდ. თითოეულს მიეცით სწორკუთხედის ფორმა. ორივე ცომი დაჭერით 7 სმ-ის ზოლებად. ზოლების მთელ სიგრძეზე გაანაწილეთ ჯემი, გადაახვიეთ რულეტივით და დაჭერით პატარა ნაჭრებად. გადაიტანეთ ორცხობილა ღუმელის ტაფაზე და აცხვეთ 20 წუთის განმავლობაში. გამომცხვარ ორცხობილას მოაყარეთ შაქრის პუდრა.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა