როგორ მოვამზადოთ „ნაპოლეონის“ ცომი (რეცეპტი + ხრიკები, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ)

25-05-2023, 13:47
401 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

  • წყალი - 185 მლ
  • კარაქი - 500 გ
  • ფქვილი - 600 გ
  • მარილი - 1 ჩკ
  • ძმარი - 0.5 ჩკ

    მომზადების წესი

    ცალ-ცალკე მოამზადეთ კარაქის და ცომის ბლოკი. კარაქის ბლოკი: 400 გ დარბილებულ კარაქს შეურიეთ 175 გ ფქვილი, მიქსერით, დაბალ სიჩქარეზე. გადაიტანეთ ცელოფანზე, მიეცით კვადრატის ფორმე (15 სმ) და შედეთ მაცივარში 2 საათი. (ფოტო1) ფქვილის ბლოკისთვის დაგჭირდებათ: 185 მლ ცივი წყალი, 1 ჩ,კ მარილი, 1/2 ჩ.კ ძმარი, 420 გ ფქვილი და 100 გ გამდნარი, გაგრილებული კარაქი. ჯერ ფქვილი და კარაქი შეურიეთ, შემდეგ დაამატეთ წყალი, მარილი და ძმარი. დიდხანს ზელვა არ სჭირდება. მიეცით კვადრატის ფორმა (10 სმ) და შეინახეთ მაცივარში 2 სთ. (ფოტო 2). 2 საათის შემდეგ კარაქის ბლოკი გააბრტყელეთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე,ერთ მხარეს დაადეთ ფქვილის ბლოკი, გადააფარეთ მეორე ნაწილი, გვერდები მიუწებეთგვერდები (ფოტო3). გააბრტყელეთ 1 სმ სისქეზე, ისე რომ სიგრძეში სამჯერ გრძელი იყოს, ვიდრე სიგანეში. გადაკეცეთ როგორც ფოტოზეა ნაჩვენები (ფოტო 4-5). შეაბრუნეთ მაცივარში 20 წუთი, შემდეგ კიდევ გააბრტყელეთ და გადაკეცეთ (ფოტო6). გაიმეორეთ მეორეჯერაც. ამის შემდეგ ცომი 3 მმ სისქეზე გააბრტყელეთ და დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად. დაჩხვლიტეთ ჩანგლით და გამოაცხეთ 200 გრადუსზე დაახლოებით 20 წუთი. ცომთან მუშაობის დროს, როგორც კი იგრძნობთ რომ დარბილდა, შეაბრუნეთ მაცივარში.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა