ყავის ნამცხვარი შავი ქლიავის ჩირით - იდეალური სამარხვო დესერტი მეგობრული საღამოებისთვის

19-06-2023, 12:04
178 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • სოდა
  • დაფქული ჯანჯაფილი
  • დარიჩინი
  • შავი ქლიავის ჩირი
  • თაფლი
  • ყავისფერი შაქარი (თუ არ გაქვთ - თეთრი)
  • მაგარი ყავა
  • ფქვილი

    მომზადების წესი

    ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე. მოამზადეთ  ძალიან მაგარი, კონცენტრირებული ყავა, სულ ერთია ხსნადი თუ ნატურალური.  ცხელ ყავაში გახსენით შაქარი და თაფლი.
    დაჭერით ქლიავის ჩირი 4-5 ნაწილად. 
    შეურიეთ ერთმანეთს გაცრილი ფქვილი, სუნელები, სოდა და მწიკვი მარილი.დაამატეთ გაგრილებული ყავა და კარგად შეურიეთ. მიიღებთ სქელი არაჟნის კონსისტენციის ცომს. შემდეგ დაამატეთ დაჭრილი ქლიავი. 
    ცომი გადაიტანეთ 22 სმ დიამეტრის ფორმაში და გამოაცხეთ 20-30 წუთი. 

    სერვირების წინ ნამცხვარს მოასხით გამდნარი შოკოლადი, ან მოაყარეთ შაქრის პუდრა.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა