ბოსტნეულის ხრაშუნა სალათა მოტკბო-მომჟაო გემოთი - სავსე ვიტამინებით!

16-06-2023, 13:41
112 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ზეთი
  • შაქარი
  • მარილი
  • ძმარი
  • კიტრი
  • დიდი ხახვი - 1 თავი
  • სტაფილო - 1 ც
  • ჭარხალი - 1 ცალი, საშუალო
  • კომბოსტო - 1 პატარა თავი

    მომზადების წესი

    წვრილად დაჭერით კომბოსტო. სტაფილო გახეხეთ მოგრძო ჩხირებად. შეურიეთ კომბოსტო და სტაფილო და ხელით კარგად ასრისეთ. მოაყარეთ მარილი, ცოტაოდენი შაქარი, ძმარი და გააჩერეთ, რომ გაუჯდეს ინგრედიენტები. შემდეგ დაუმატეთ დაჭრილი კიტრის პიკული, კორეულ სახეხზე გახეხილი ჭარხალი. ასევე გახეხილი ხახვი და დაუმატეთ სალათს. მოასხით ზეთი, მოაყარეთ მარილი გემოვნებით და აურიეთ. მოათავსეთ სალათა ერთი საათით მაცივარში. გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა