ყავის სამარხვო ნამცხვარი შავი ქლიავის ჩირით

20-06-2023, 10:28
237 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • დაჭრილი ნიგოზი
  • შავი ქლიავის ჩირი
  • მწიკვი მარილი
  • დაფქული ჯანჯაფილი (კოჭა)
  • ილი (კარდამონი)
  • დარიჩინი
  • თაფლი
  • შაქარი
  • სოდა ძმრით
  • ფქვილი

    მომზადების წესი

    მომზადება:
    დაალბეთ შავი ქლიავის ჩირი 20 წუთით ცხელ წყალში. შემდეგ გაწურეთ და დაჭერით.
    ცხელ, ახალმოხარშულ მაგარ ყავაში გახსენით თაფლი და შაქარი. დაუმატეთ სანელებლები (დარიჩინი, ილი, ჯანჯაფილი) გააგრილეთ.
    გაცერით ფქვილი, დაუმატეთ სოდა ძმრით, მარილი, ჩაასხით ყავა და აურიეთ. მოზილეთ ცომი და დაუმატეთ შავი ქლიავი და დაჭრილი და მოხალული ნიგოზი.
    18-22 სმ დიამეტრის ფორმას წუსვით ზეთი ან სხვა მცენარეული ცხიმი. გადაიტანეთ ცომი ფორმაში და აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთ.
    მზა ნამცხვარს მოაყარეთ შაქრის პუდრა.
    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა