არომატული ბადრიჯანი - უგემრიელესი სამარხვო კერძი

19-06-2023, 12:00
210 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • თაფლი
  • მარილი და პილპილი
  • სოიოს სოუსი
  • ზეითუნის ზეთი
  • ლიმონის წვენი
  • მწვანე ხახვი
  • ტკბილი წიწაკა
  • პამიდორი
  • ბადრიჯანი

    მომზადების წესი

    ბადრიჯანი დავჭრათ რგოლებად, მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 20 წუთი. შემდეგ გავავლოთ წყალში და გავწუროთ.  შევწვათ ზეთიან ტაფაზე, საშუალო ცეცხლზე. 
    პამიდორიც ასევე დავჭრათ რგოლებად. 
    სოუსისთვის ბულგარული წიწაკა, მწვანე ხახვი და ნიორი გავატაროთ ხორცსაკეპში ან ბლენდერში დავაქუცმაცოთ. დავამატოთ თაფლი, სოიოს სოუსი, მარილი, პილპილი, ცოტა ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი. ამოვავლოთ ბადრიჯანი და პამიდორი ამ სოუსში, შემდეგ მონაცვლეობით  დავალაგოთ თეფშზე და ზემოდან მოვასხათ დარჩენილი სოუსი. გავაჩეროთ მაცივარში 30 წუთი და მივიტანოთ სუფრასთან.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა