ნაყიდს 1000-ჯერ სჯობია! - როგორ მოვამზადოთ გემრიელი შაურმა სახლში

15-06-2023, 11:25
322 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ნიორი
  • ქინძი
  • მარილი და პილპილი
  • ლავაში
  • სალათის ფოთლები ან ახალი კომბოსტო
  • ქათმის ფილე
  • სოიოს სოუსი
  • ზეითუნის ზეთი
  • პამიდორი
  • კიტრი (ახალი ან მჟავე)
  • ნატურალური იოგურტი, არაჟანი ან მაიონეზი

    მომზადების წესი

    ქათმის ფილე 30 წუთი დავამარინადოთ სოიოს სოუსისა და ზეთის ნარევში და შევწვათ ტაფაზე.
    სალათი ან კომბოსტო დავჭრათ თხლად. მოვაყაროთ ცოტა მარილი და მსუბუქად ავურიოთ.
    დავჭრათ ქინძი და ნიორი, შევურიოთ ნატურალური იოგურტი ან მაიონეზი ან არაჟანი.
    დავჭრათ კიტრი და პამიდორიც.

    ლავაშზე დავდოთ სალათი, მოვასხათ სოუსი, დავალაგოთ დაჭრილი ფილე და ბოსტნეული.

    მჭიდროდ გადავახვიოთ და გავჭრათ შუაზე.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა