ბოსტნეულის და ოსპის რაგუ (სამარხვო)

19-06-2023, 11:51
129 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ხახვი
  • ნიორი
  • კარტოფილი
  • სტაფილო
  • ოსპი
  • ზეთი
  • ბოსტნეულის ბულიონი ან წყალი
  • ხმელი ქონდარი
  • ტომატ-პასტა
  • ოხრახუში
  • მარილი და პილპილი

    მომზადების წესი

    ხახვი და ნიორი წვრილად დაჭერით. სტაფილო გათალეთ და კუბებად დაჭერით ან გახეხეთ. კარტოფილი მსხვილ კუბებად დაჭერით. 
    ქვაბში მოშუშეთ ნიორი და ხახვი. დაამატეთ სტაფილო, რამდენიმე წუთის შემდეგ კი კარტოფილი და ოსპი. შემდეგ დაამატეთ ტომატი, ბულიონი/წყალი, დაფნის ფოთოლი და მოხარშეთ 25-30 წუთის განამავლობაში. ბოლოს დაამატეთ მარილი, პილპილი, ქონდარი და დაჭრილი მწვანილი.

    როცა სამარხვოდ არ ამზადებთ, თეფშზე გადმოღების შემდეგ შეგიძლიათ გახეხილი მაგარი ყველიც მოაყაროთ.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა