კარტოფილის ცომში გახვეული სოკოს სამარხვო რულეტი

19-06-2023, 11:25
257 ნახვა
Aa

მარტივად მოსამზადებელი რულეტი არა მხოლოდ მარხვაზე მყოფთათვის არის საუკეთესო სადილი, არამედ ნებისმიერი გურმანისთვისაც. სცადეთ...

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • ფქვილი
  • ზეთი
  • ხახვი
  • ქამა სოკო
  • კარტოფილი

    მომზადების წესი

    მომზადების წესი:

    გარეცხეთ და გაფცქვენით კარტოფილი, მოხარშეთ და გააკეთეთ პიურე, ჩაუმატეთ ფქვილი და ზეთი (100 მლ), მოაყარეთ მარილი და პილპილი, მოურიეთ.

    წვრილად დაჭერით სოკო, მოხრაკეთ ხახვთან ერთად ტაფაზე, მოაყარეთ მარილი და პილპილი, გააგრილეთ.

    გააბრტყელეთ მომზადებული კარტოფილის ცომი, დაადეთ ზემოდან ერთ ფენად სოკო, ზემოდან მოსხით ზეთი, გადაახვიეთ რულეტად და კვლავ მოასხით ზეთი.

    გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა