რულეტი ორაგულით და ბოსტნეულით

18-06-2023, 14:17
231 ნახვა
Aa

რჩევა:
თევზი შეგვიძლია ჩავანაცვლოთ მოხარშული ქათმის ან საქონლის ხორცით.

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • კამა
  • ზეითუნის ზეთი
  • პილპილი
  • მარილი
  • ნიორი
  • არაჟანი
  • სოუსისთვის:
  • მარილი და პილპილი
  • სალათის ფოთლები
  • ორაგული
  • მოხარშული კვერცხი
  • პომიდორი
  • კიტრი
  • თხელი ლავაში

    მომზადების წესი

    მომზადების წესი:

    არაჟანს შევურიოთ ზეთი, ნიორი, კამა, მარილი და პილპილი.
    პამიდორს გამოვაცალოთ თესლები და ზედმეტი წვენი, დავჭრათ მოგრძო ზოლებად, ასევე დავჭრათ კიტრიც. თევზი გავასუფთავოთ ფხებისგან და კანისგან.

    ლავაშის ერთ ფენაზე გავშალოთ სალათის ფოთლები, დავადოთ მეორე ლავაში და ზემოდან წავუსვათ სოუსი. ზოლად დავალაგოთ დაჭრილი ბოსტნეული, თევზი, დაჭრილი მოხარშული კვერცხი და მჭიდროდ გადავახვიოთ, თან ლავაშის ბოლოები შევკეცოთ, რომ შიგთავსი არ გადმოიპნეს. გავჭრათ ორად ან სამად.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა