ბეკონში შემწვარი თევზი

18-06-2023, 12:58
148 ნახვა
Aa

ამ რეცეპტისთვის ნებისმიერი თეთრი თევზი გამოდგება, მაგალითად დორადა, ქორჭილა, კალმახი. ბეკონის ცხიმი თევზს გამოშრობის საშუალებას არ მისცემს და ამავე დროს სასიამოვნო , შებოლილის არომატს შემატებს.

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ლიმონი
  • მარილი
  • ბეკონი
  • თევზი

    მომზადების წესი

    თევზი გაასუფთავეთ, გარეცხეთ, გაამშრალეთ. მოაყარეთ მარილი შიგნიდან და გარედან. ლაყუჩების ადგილას ჩაუდეთ ლიმონის ნაჭრები.

    შეგიძლიათ, რამდენიმე ადგილას კანი ჩაუჭრათ, რომ ბეკონის არომატი უკეთ შეითვისოს. გარედან შემოვახვიოთ სიფრიფანად დაჭრილი ბეკონი.

    შევწვათ ღუმელში, 180 გრადუსზე, დაახლოებით 20-30 წუთი.

    სუფრასთან მივიტანოთ მსუბუქ გარნირთან ერთად

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა