დამარილებული თევზის ფილე პირშუშხათი

18-06-2023, 13:09
118 ნახვა
Aa

ამ რეცეპტისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ დიდი ზომის თეთრი თევზის ფილე: ქორჭილა (სიბასი), დორადა და ა.შ. სასურველია თევზი ცხიმიანი იყოს .

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • კამა
  • თევზის ფილე, კანიანად
  • მსხვილი მარილი
  • შაქარი
  • ვარდისფერი პილპილი, დანაყილი
  • პირშუშხა, გახეხილი (მზა სოუსი)

    მომზადების წესი

    მარილი, შაქარი და პილპილი ერთმანეთში ავურიოთ და ფილეს წავუსვათ. ზემოდან გადავუსვათ პირშუშხა და კამის ტოტები დავადოთ. მჭიდროდ შევახვიოთ პერგამენტის ქაღალდში, ჩავდოთ  ღრმა ჭურჭელში და ზემოდან რაიმე მძიმე დავადოთ.

    24 საათი შევდოთ მაცივარში. შემდეგ გამოვიღოთ, გავასუფთაოთ მარილის, პირშუშხას და კამის ნარჩენებისგან და თხელ ფირფიტებად დავჭრათ. სუფრაზე ჭვავის პურთან ერთად მივიტანოთ.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა