როგორ შევწვათ კალმახი იდეალურად? შეფმზარეულის რეცეპტი

14-06-2023, 11:13
232 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • პილპილი
  • მარილი
  • ბროწეული - 100.00 გ
  • კალმახი - 500.00 გ
  • ქინძი - 30.00 გ
  • ნიგოზი - 20.00 გ
  • ხახვი - 50.00 გ

    მომზადების წესი

    კალმახი ჩავჭრათ და ფრთხილად ამოვაცალოთ ხერხემალი. ეს დელიკატური პროცესია და თუ ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ პირდაპირ შეწვათ.


    შეწვის წინ თევზს წავუსვათ მარილი და პილპილი.

    1 ცალი ბროწეული გავარჩიოთ და გამოვწუროთ წვენი. დავამატოთ დაჭრილი ქინძი ან კამა (ქინძი უფრო უხდება), მარილი, პილპილი. შეგვიძლია შევურიოთ 1 ს.კ გატარებული ნიგოზი და წვრილად დაჭრილი ან გატარებული ხახვი.

    ცხელ თევზს მოვასხათ ბროწეულის წვენი და ვაცალოთ 10-15 წუთი დამარინადება. მივირთვათ თბილი

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა