სალათა „ბროწეულის სამაჯური“

4-06-2023, 10:19
172 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ბროწეული - 1.00 დიდი
  • მაიონეზი
  • პილპილი
  •  მარილი
  • ზეთი
  • ნიგოზი - 100.00 გ
  • ხახვი - 1.00 ცალი
  • სტაფილო - 2.00 ცალი
  • კვერცხი - 3.00 ცალი
  • კარტოფილი - 3.00 ცალი
  • ჭარხალი - 1.00 ცალი
  • ქათმის ფილე - 400.00 გ 

    მომზადების წესი

    მოვხარშოთ ქათმის ფილე და ხელით დავძენძოთ. მოვხარშოთ კარტოფილი,ჭარხალი, სტაფილო, კვერცხი და გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვშუშოთ ზეთში, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს. დავფქვათ ნიგოზი დაა გავარჩიოთ ბროწეული.
    გაშლილ თეფშზე შუაში დავდოთ ჭიქა და გარშემო დავიწყოთ სალათის აწყობა. პირველი ფენა დავდოთ კარტოფილი,
    მოვაყაროთ მარილი და პილპილი, გადავუსვათ თხელ ფენად მაიონეზი, დავდოთ ცოტა მოშუშული ხახვი და მოვაყაროთ ნიგოზი. მეორე ფენა სტაფილო, ისევ მარილი, პილპლი, მაოინეზი, ხახვი, ნიგოზი და ასე ვიმეორებთ სანამ ყველა ინგრედიენტს არ გამოვიყენებთ ბროწეულის გარდა. ბოლოს ბროწეულით დავფაროთ მთლიანად სალათა.

    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა