კარტოფილის ქაბაბი სოკოსა და ტარხუნის შიგთავსით - სამარხვო კერძი მკითხველის რეცეპტით

17-06-2023, 18:33
132 ნახვა
Aa

ავტორი: ევგენია ევსეევა-შავერდაშვილი

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ფქვილი და საფანელი
  • მარილი და პილპილი
  • მწვანე ხახვი
  • ხახვი
  • კარტოფილი
  • მაიონეზი
  • სოდა
  • სოკო
  • ტარხუნა
  • კამა

    მომზადების წესი

    კარტოფილი მოვხარშოთ, გადავწუროთ და დავჭყლიტოთ. მაიონეზში ავურიოთ სოდა, დავუმატოთ კარტოფილს მარილთან და პილპილთან ერთად.

    სოკო თხლად დავჭრათ და წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად მოვშუშოთ, დავუმატოთ დაჭრილი კამა და ტარხუნა. მოშუშულ ბოსტნეულს დავაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, გავუწყოთ მარილი, პილპილი და გადმოვდგათ ცეცხლიდან.

    კარტოფილისგან გავაკეთოთ გუნდები, გულში მოვათავსოთ მოშუშული სოკო, მივცეთ მოგრძო ფორმა, ამოვავლოთ ფქვილისა და საფანელის ნარევში და გაცხელებულ ზეთში შევწვათ.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა