ინგრედიენტები
წიწიბურას დავასხათ ცხელი წყალი, გავუწყოთ მარილი და თავდახურული მოვხარშოთ დაბალ ცეცლხზე. კარტოფილი გავფცქვნათ, სტაფილო გავთალოთ. ქინძი და ბოსტნეული მსხვილად დავჭრათ. წიწიბურა შევაგრილოთ და ბოსტნეულთან ერთად ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ, დავუმატოთ მარილი და პილპილი. მასისგან გავაკეთოთ 8 ცალი კატლეტი, ამოვავლოთ საფანელში და საშუალო ტემპერატურაზე ზეთში შევწვათ, მივირთვათ კომბოსტოს მწნილთან ერთად.