სამარხვო ნამცხვარი ვაშლით

17-06-2023, 18:15
261 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

გულსართი

  • დარიჩინი - 1 ჩკ
  • შაქარი - 150 გრ
  • ვაშლი - 1 კგ

ინგრედიენტები

  • ვანილი
  • შაქრის პუდრა – მოსაყრელად
  • მარილი - 0.5 ჩკ
  • სოდა ძმრით - 2 სკ
  • წყალი - 2 ჭიქა
  • ფქვილი - 3 ჭიქა
  • შაქრის პუდრი - 2 ჭიქა
  • მარგარინი - 200 გ

    მომზადების წესი

    200 გ. დარბილებულ მარგარინს დააყარეთ 2 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა ნელთბილი წყალი, შეურიეთ 2 ჩაის კოვზი (ძმარში გახსნილი) სოდა, 0,5 ჩაის კოვზი მარილი, ვანილი გემოვნებით, დააყარეთ 3-3,5 ჩაის ჭიქა ფქვილი და კარგად აურიეთ ერთმანეთში. გამზადებული ცომი გაყავით სამ ნაწილად (2 დიდი, 1 პატარა).ავიღოთ თხელ კანიანი ვაშლი, გავრეცხოთ კარგად და დავჭრათ მოდიდო ნაჭრებად.ცხიმწასმულ თუნუქის ფირფიტას მოაყარეთ ფქვილი და ზედ მოათავსეთ ცომის ერთი ნაწილი, გაასწორეთ თანაბრად, დალაგეთ ზედ ვაშლის ნაჭრები და მოვაყაროთ შაქარი და დარიჩინი. დააფარეთ ცომის მეორე ნაწილი. შემდეგ ისევ ვაშლები დაალაგეთ და დარიჩინიანი შაქარი მოაყარეთ. მესამე პატარა გუნდა გააბრტყელეთ, დაჭერით ზოლებად და დააფარეთ ზემოდან ჯვარედინად. შედგით ღუმელში საშუალო ტემპტერატურაზე. გამოცხობის შემდეგ მოაყარეთ შაქრის პუდრა. აცალეთ გაგრილება და დაჭერით.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა