მახსოვს ბებო გვიმზადებდა... - უგემრიელესი სამარხვო შაქარლამა ნიგვზით

16-06-2023, 14:07
231 ნახვა
Aa

რჩევა ცომის გუნდები კარგად ვზილოთ ხელში, რომ ერთგვაროვანი მასა მივიღოთ, გუნდებს არ უნდა ჰქონდეს ნაპრალები. დანით ფრთხილად ჩავჭრათ და გაჭრილი მხრიდან დავაწყოთ თუნუქის ფურცელზე. ნიგვზის ნაცვლად შეიძლება დაემატოს ნუში, თხილი ან სულაც მზესუმზირა.

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ნიგოზი - 0.5 ჭიქა
  • შაქრის პუდრა
  • ვანილის ექსტრაქტი
  • ფქვილი - 2.5 ჭიქა
  • ზეთი - 1 ჭიქა
  • შაქრის პუდრა - 1 ჭიქა

    მომზადების წესი

    ზეთს დავუმატოთ შაქრის პუდრი, ვანილის ექსტრაქტი და კარგად ავურიოთ, დავუმატოთ 2 ჭიქა ფქვილი (დაუკვირდით სისქეს, შეიძლება მეტი ან ნაკლები დაგჭირდეთ) და ავზილოთ. მივიღებთ ცხიმიან, ფხვიერ ცომს. თუ ცომი ხელს ეკრობა, ცოტაოდენი ფქვილი კიდევ დავუმატოთ, გავაკეთოთ 20 გუნდა, თითოეული შუაზე გავჭრათ და ქაღალდდაფენილ თუნუქის ფურცელზე მოვათავსოთ. შაქარლამები მოვრთოთ დაჭრილი ნიგვზით და 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ, სანამ ღია ხორბლისფერი გახდება.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა