შაქარლამა

16-06-2023, 12:42
207 ნახვა
Aa

ამ რეცეპტით შეგვიძლია გამოვაცხოთ უნაზესი და უგემრიელესი შაქარლამა, რომელიც განსაკუთრებით იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ამ ნუგბარით შეგვიძლია მემარხულეებსაც გავუმასპინძლდეთ თუ სამარხვო ერბოს გამოვიყენებთ.

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • შაქრის პუდრა
  • მარილი
  • ფქვილი
  • ვანილი
  • შაქრის პუდრა - 2 ჭ
  • ერბო - 2 ჭ

    მომზადების წესი

    ერბო მოვათავსოთ თასში და დაბალ ტემპერატურაზე გავადნოთ. დავუმატოთ შაქრის პუდრა, მარილი, ვანილი და კარგად ავურიოთ. შაქრისა და ერბოს მასას იმდენი ფქვილი დავაყაროთ, რომ ფხვიერი ცომი მივიღოთ. უნდა ვეცადოთ, მაქსიმალურად ბევრი ფქვილი შევაზილოთ, რომ ნამცხვარი ფხვიერი და ნაზი გამოვიდეს. ცომი დაახლოებით 1 სმ სისქეზე გავაბრტყელოთ და სასურველ ფორმაზე გამოვჭრათ. შეგვიძლია გავაკეთოთ პატარა ბურთულები და ხელით მივცეთ სასურველი ფორმა. ნამცხვრები თუნუქის ფურცელზე მოვათავსოთ და 150 გრადუს ტემპერატურაზე 50-60 წუთი ვაცხოთ. იგი უნდა იყოს კარგად გამომშრალი და ჰქონდეს ღია ფერი. ახალგამომცხვარ ცხელ ნამცხვარს მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა