სამარხვო კექსები

16-06-2023, 13:59
199 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მარილი
  • ვანილი
  • ფქვილი - 1.5 ჭიქა
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • თაფლი - 2 სკ
  • წყალი - 250 მლ
  • ზეთი - 125 მლ

    მომზადების წესი

    1. 250 მლ წყალი და 2სკ თაფლი კარგად ავურიოთ ერთმანეთში, ჩავაყაროთ 1 ჭიქა შაქარი, ჩავასხათ 125 მლ მცენარეული ზეთი და კარგად ავთქვიფოთ. ვუყოთ 1ჩკ სოდა ძმრით, ცოტა მარილი, ვანილი და 1,5 ჭიქა ფქვილი. მოვზილოთ სანამ არ მივიღებთ ერთგვაროვან მასას. (სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაუმატოთ ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა)

    2. მომზადებული ცომი გავანაწილოთ ერთ მთლიან ან პატარა კექსის ფორმებში.3. გავახუროთ ღუმელი 200 გრადუსსზე და გამოვაცხოთ 20 წუთი.

    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა