ფუმფულა და გემრიელი არაჟნის კექსი

16-06-2023, 13:30
283 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • დარბილებული კარაქი
  • ვანილი
  • კვერცხი
  • ფქვილი
  • სოდა
  • მარილი
  • შაქარი
  • არაჟანი

    მომზადების წესი

    ათქვიფეთ კარაქი და შაქარი გათეთრებამდე. დაამატეთ კვერცხები სათითაოდ, თან კარგად თქვიფეთ მიქსერით. შეურიეთ არაჟანიც.
    ფქვილი, სოდა და მარილი ერთმანეთში აურიეთ და ჩაამატეთ ცომს. თქვიფეთ დაბალ სიჩქარეზე. არ დაგავიწყდეთ ვანილიც.

    ფორმას წაუსვით კარაქი და მოაფრქვიეთ ფქვილი. ღუმელი გაახურეთ 160 გრადუსზე.
    ჩაასხით ცომი ფორმაში და გამოაცხვეთ დაახლოებით 1 სთ 20 წთ (შესაძლოა მეტი ან ნაკლები დასჭირდეს, დამოკიდებულია ღუმელსა და ფორმაზე.)
    15 წუთი ფორმაშივე გააცივეთ, შემდეგ ამოიღეთ და ცხაურზე გადაიტანეთ საბოლოო გაციებამდე.

    მორტეთ სურვილის მიხედვით, ან უბრალოდ პუდრა მოაყარეთ. შეგიძლიათ დაამატოთ გაყინული ან ცოცხალი (სეზონზე) კენკრა, ქიშმიში და ა.შ.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა