ქათმის გულ-ღვიძლი ტომატის სოუსში

15-06-2023, 12:18
254 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ზეთი
  • მარილი და წიწაკა
  • ოხრახუში - 1 კონა
  • ნიორი - 1 კბილი
  • ტომატპასტა - 3 სკ
  • ქათმის ბულიონი - 0.5 ჭიქა
  • პომიდორი - 2 ც
  • სტაფილო - 1 ც
  • ხახვი - 1 თავი
  • გულ-ღვიძლი - 500 გ

    მომზადების წესი

    დაჭერით ხახვი და სტაფილო წრეებად და მოხრაკეთ ზეთში.გარეცხეთ და გააშრეთ ქათმის გულ-ღვიძლი, დაუმატეთ სტაფილოს და ხახვს და თუშეთ. დაჭერით პომიდორი კუბიკებად და დაუმატეთ გულ-ღვიძლს. ხრაკეთ ძლიერ ცეცხლზე 5-7 წუთი. დაუმატეთ ბულიონი (ან წყალი), ტომატპასტა, მარილი და პილპილი და გააგრძელეთ თუშვა დაბალ ცეცხლზე 10-15 წუთი. პერიოდულად ურიეთ.ნიორი და მწვანილი დაჭერით წვრილად და დაუმატეთ კერძს.თუშეთ კიდევ 10 წუთი თავსახურის გარეშე.გემრიელად მიირთვით.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა