ხორციანი ბლინები კვერცხით - მარტივი ინგრედიენტებით მოსამზადებელი ნოყიერი საუზმე

7-06-2023, 12:24
187 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მცენარეული ზეთი - 20.00 მლ
  • პილპილი – 0,5 ჩაის კოვზი
  • მარილი – 0,5 ჩაის კოვზი
  • ქინძი - 10.00 გ
  • ნიორი - 10.00 გ
  • ხახვი - 40.00 გ
  • ყველი - 60.00 გ
  • ტომატპასტა - 100.00 გ
  • საქონლის ხორცის ფარში - 300.00 გ
  • კვერცხის გული - 4.00 ც
  • მზა ბლინი - 4.00 ც

    მომზადების წესი

    ხახვი დაჭერით კუბებად, ნიორი - წვრილად და მოთუშეთ. დაამატეთ ფარში და კარგად ამოურიეთ. თუშეთ 5-7 წუთის განმავლობაში.

    სანამ ხორცი ითუშება, დაამატეთ ტომატპასტა, მარილი და პილპილი.გააგრძელეთ თუშვა, სანამ ხორცი კარგად არ შეიწვება (დაახლოებით, 10 წუთი).

    მზა ბლინში მოათავსეთ 1 სკ ხორცი და ყველი (იდეალური იქნება მოცარელას ჩხირებით). გადაახვიეთ სტანდარტულად.

    აიღეთ ცეცხლგამძლე ფორმა (ზომით 12 X 7 სმ) და მოათავსეთ ოთხივე ბლინი. ბლინები გაჭერით შუაში და მოათავსეთ კვერცხის გულები. ბოლოს მოაყარეთ ყველი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20 წუთით.

    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა