კარტოფილის მობრაწულა ქათმითა და ყველით

15-06-2023, 11:50
196 ნახვა
Aa

შესანიშნავი საოჯახო კერძი მარტივი უნგრედიენტებით და მომზადების წესით.
 

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ზეთი
  • მარილი და პილპილი
  • მაიონეზი
  • არაჟანი
  • ნიორი
  • გახეხილი ყველი, მაგარი სახეობის
  • ქათმის ფილე
  • ხახვი
  • კარტოფილი

    მომზადების წესი

    მომზადების წესი:
    დაჭერით ქათმის ფილე თხელ ნაჭრებად. წვრილად დაკეპეთ ნიორი. ქათმის დაჭრილ ფილეს მოაყარეთ ნიორი, მარილი, პილპილი, მოასხით მაიონეზი და გააჩერეთ მარინადში 20 წუთი.
    დაჭერით ხახვი ალყა-ალყა. ყველი გახეხეთ მსხვილ სახეხზე.
    მოამზადეთ შესანელებელი. არაჟანს დაუმატეთ მარილი, პილპილი და სასურველი სუნელები, კარგად აურიეთ. არაჟანის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაღები.
    კარტოფილი დაჭერით თხელ წრეებად. ცხიმწასმულ ჟარონაზე მოაწყვეთ ხახვი, ზემოდან კარტოფილი. კარტოფილს წაუსვით არაჟნის სოუსი, ზემოდან მჭირდოდ დაალაგეთ ქათმის დამარინადებული ფილე. მოაყარეთ გახეხილი ყველი.
    გაიმეორეთ შემდეგ ფენა-ფენა ხახვი, კარტოფილი, არაჟნის სოუსი, ქათმის ფილე. სულ ზემოდან მოახეხეთ ყველი.
    შედგოთ ჟარონა 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ 35-55 წუთის განმავლობაში კერძის სრულ მზაობამდე.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა