ქათამი კარტოფილითა და ნივრით

15-06-2023, 11:44
241 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ხმელი პიტნა
  • ხმელი თავშავა
  • მარილი და პილპილი
  • კარაქი - 2 სკ
  • ზეითუნის ზეთი - 2 სკ
  • ნიორი - 2 თავი
  • თეთრი ღვინო - 100 მლ
  • ქათმის ბულიონი - 200 მლ
  • კარტოფილი - 5 ც
  • ქათმის ფილე - 1 კგ

    მომზადების წესი

    ქათმის ფილე გავრეცხოთ და საწურზე დავწრიტოთ. შევაზილოთ მარილი და პილპილი და 1 ს.კ. ზეთისა და 1 ს.კ. კარაქის ნაზავში ორივე მხრიდან დავბრაწოთ. როცა შეიწვება, გადავიტანოთ საცხობ ფორმაში. იმავე ტაფაზე დავასხათ კიდევ 1 ს.კ. ზეთი და დავყაროთ ნივრის მთლიანი კბილები. როდესაც დარბილდება, ამოვიღოთ და ფილეს მოვაყაროთ. კარგად გარეცხილ-გასუფთავებული კანიანი კარტოფილი შუაზე ან ოთხად გავჭრათ (გააჩნია ზომას). ჩავყაროთ თასში, მოვასხათ რამდენიმე წვეთი ზეთი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი და ავურიოთ. კარტოფილი საცხობ ფორმაში გადავიტანოთ და თანაბრად გავანაწილოთ. ტაფაზე მორჩენილ ცხიმს დავასხათ ბულიონი და თეთრი ღვინო. 2-3 წუთი ვადუღოთ და ბოლოს 1 ს.კ. კარაქი და ცოტაოდენი მარილი დავუმატოთ. მიღებული სოუსი მოვასხათ ფილესა და კარტოფილს. ბოლოს მოვაყაროთ ხმელი თავშავა და პიტნა და 35-40 წუთით შევდგათ წინასწარ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა