ხახვში ჩაშუშული ქათამი ქინძით

15-06-2023, 11:39
234 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • წყალი - 150 მლ
  • ნიორი - 4 კბილი
  • ქათამი - 1.6 კგ
  • ხახვი - 0.5 კგ
  • ხმელი ქინძი, დაფქული - 2 სკ
  • ხმელი რეჰანი - 1 სკ
  • შავი პილპილი - 1 ჩკ
  • მარილი
  • ქინძი - 2 კონა

    მომზადების წესი

    ქათამი გარეცხეთ, შეაშრეთ, დაჭერით ნაჭრებად. დააყარეთ მარილი, ყველანაირო სუნელი, ალყა-ალყად დაჭრილი ხახვი და კარგად აურიეთ. გადაიტანეთ ქვაბში ან ღრმა ტაფაში, დაასხით წყალი და თავზე დააფარეთ. დადგით დაბალ ცეცხლზე და ამზადეთ დაახლოებით 50-60 წუთი, სანამ ქათამი არ ჩარბილდება. მომზადებამდე 15 წუთით ადრე, დაამატეთ დაჭრილი ქინძი და ნიორი.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა