ქაშაყი ბოსტნეულითა და სოიოს სოუსით

14-06-2023, 11:45
162 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • ხახვი
  • როზმარინი
  • ქაშაყი (ან სხვა სასურველი თევზი)
  • ბადრიჯანი
  • ტკბილი წიწაკა
  • პამიდორი, კანგაცლილი
  • სოიოს სოუსი
  • ზეითუნის ზეთი
  • ქონდარი
  • ლიმონის წვენი

    მომზადების წესი

    თევზი გავარჩიოთ, მოვაჭრათ თავი, მუცელში შევაზილოთ მარილი და სოიის სოუსი, ჩავუწყოთ შუა-შუა გაჭრილი ხახვი და მოვათავსოთ ზეთწასმულ ფორმაში.

    გარშემო შემოვუწყოთ კანგაცლილი, თხლად დაჭრილი ბადრიჯანი, ნახევარ-ნახევარი ტკბილი წიწაკა და პმაიდორი. პროდუქტებს ზემოდან მოვაყაროთ მარილი, პილპილი, ქონდარი და როზმარინი.

    ზემოდან მოვასხათ სოიის სოუსი, ლიმონის წვენი და ზეთი, გადავაკრათ ფოლგა და შევდგათ კარგად გახურებულ ღუმელში.

    დაახლოებით 30 წუთში მოვხსნათ ფოლგა და თუ ბადრიჯანი მზადაა, გამოვიღოთ ღუმლიდან.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა