სკუმბრია პომიდვრის სოუსში

14-06-2023, 11:15
172 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ქინძი ან ოხრახუში
  • მარილი და პილპილი
  • პამიდორი - 450 გ
  • სტაფილო - 1 ცალი
  • ნიორი - 1 კბილი
  • ხახვი - 1 თავი
  • სკუმბრია - 4

    მომზადების წესი

    თევზი დავჭრათ ულუფებად, წავუსვათ მარილი, ცოტა პილპილი და შევწვათ ტაფაზე. პარალელურად, მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი და გახეხილი სტაფილო. დავამატოთ კანგაცლილი, დაჭრილი პამიდორი და ვშუშოთ კიდევ რამდენიმე წუთი. თუ გვსურს, რომ სოუსი ძალიან თხელი არ იყოს, პამიდორს თესლი და ზედმეტი წვენი გამოვაცალოთ. ბოლოს დავამატოთ მარილი, პილპილი, დაჭრილი მწვანილი.ამ სოუსში ჩავალაგოთ შემწვარი თევზის ნაჭრები, წამოდუღდება თუ არა, გამოვრთოთ ცეცხლი.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა