ხრაშუნა ბურთულები ყველის შიგთავსით - გემრიელი და განსხვავებული საუზმე

13-06-2023, 11:41
132 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ყველი
  • ზეთი - 3.00 სკ
  • მარილი
  • გამაფხვიერებელი - 1.00 სკ
  • ფქვილი - 3.00 ჭიქა
  • რძე - 175.00 მლ
  • შაქარი
  • კვერცხი - 1.00 ც

    მომზადების წესი

    კვერცხს დაუმატეთ შაქარი, რძე და კარგად გათქვიფეთ.

    ცალკე ჯამში ერთმანეთს შეურიეთფქვილი, გამაფხვიერებელი დამარილი. დაასხით რძიანი მასა და ამოურიეთ. დაუმატეთ რძე და მოზილეთ ცომი. შემდეგ თავზე გადააფარეთ და 30 წთ დააყოვნეთ.

    ცომი გაყავით ორ ნაწილად. მიეცით ძეხვის ფორმა და პატარა გუნდები გააკეთეთ. მსუბუქად დაპრესეთ, შუაში 1 პატარა ნაჭერი ყველი ჩაუდეთ, მოაგუნდავეთ და ლანგარზე გადაიტანეთ. თავზე რამე გადააფარეთ და 20 წთ გააჩერეთ. შემდეგ ზეთშიშეწვით, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს.

    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა