ბლინები ათასი ნასვრეტით - აი, თურმე, როგორ მზადდება!

13-06-2023, 11:06
193 ნახვა
Aa

ამ მასალით 18 ცალი (16-17 სმ დიამეტრის) ბლინი გამოდის.

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ვაშლის ძმარი - 1.00 ჩკ
  • გამაფხვიერებელი - 15.00 გ
  • თბილი წყალი - 700.00 მლ
  • ვანილი - გემოვნებით
  • მშრალი საფუარი - 1.00 ჩკ
  • ფქვილი - 1.00 სკ
  • შაქარი - 1.00 სკ
  • მარილი - 1.00 ჩკ
  • მანის ბურღული - 360.00 გ

    მომზადების წესი

    მანის ბურღულს დაუმატეთ მარილი, შაქარი, ფქვილი, საფუარი, ვანილი. კარგად ამოურიეთ და თბილი წყალი (დაახლ.40 გრად.) დაუმატეთ. რომ ამოურევთ, კარგად დააბლენდერეთ, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ (დაახლოებით, 3-5 წთ დაგჭირდებათ). შემდეგ თავზე ჩაის ტილო გადააფარეთ და 14-15 წუთი დაყოვნეთ.

    ამასობაში საფუარი გააქტიურდება. დაუმატეთ გამაფხვიერებელი, ძმარი და ამოურიეთ.

    ამ ბლინების ერთ-ერთი საიდუმლო იმაშია, რომ ისინი ცხელ ტაფაზე და ცხიმში არ ცხვება. დაასხით ტაფაზე ცომი და დაბალ ცეცხლზე გაჩერეთ, სანამ თავი არ მოუშრება. ამ ბლინებს მეორე მხარეს გადატრიალება არ სჭირდება. შემდეგ ცხელტაფაზე ძალიან ცივი წყალი მოასხით, გადააქციეთ და იმავე წესით გამოაცხვეთ ბლინები. ცივი წყლის დასხმა ტაფის გაგრილებისთვისაა საჭირო.

    შედეგად მიიღებთ ათასნასვრეტიან, ძალიან რბილ და ამავე დროს, მკვრივ ბლინებს.

    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა