ჟელატინი დავალბოთ წყალში, დავდგათ ცე¬ცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. ხაჭო და არაჟანი გავთქვიფოთ შაქართან ერ¬თად. დავუმატოთ ჟელატინი, შემდეგ ვანილი და კარგად ავთქვიფოთ მიქსერით ან ბლენდერით. ნებისმიერ ჩვენთვის სასურველ ფორმაში და¬ვაფინოთ საკვები ცელოფანი და ჩავასხათ ხაჭოს მასა. გავაჩეროთ მაცივარში მინიმუმ 4-5 საათი. მარწყვი და შაქარი ბლენდერით ავთქვიფოთ, თეფშზე ამოღებულ ხაჭოს დესერტს ზემოდან მოვასხათ და ისე მივირთვათ.