ხაჭოს ბლანმანჟე მარწყვით

5-06-2023, 12:41
137 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • თეთრი შოკოლადი
  • რძე
  • ჟელატინი
  • ხაჭო
  • არაჟანი
  • შაქრის პუდრი
  • მარწყვი

    მომზადების წესი

    ჟელატინი დავალბოთ რძეში 20 წუთით. ხაჭო ავთქვიფოთ შაქრის პუდრასთან, არაჟანთან და  ვანილთან ერთად რომ ფუმფულა, ერთგვაროვანი მასა მივიღოთ. მარწყვი დავჭრათ. მარწყვის ნამცვლად შეგვიძლია სხვა ნებისმიერი ხილის გამოყენება, რომელიც ხაჭოს უხდება. 


    ჟელატინიანი რძე გავათბოთ, რომ ჟელატინი კარგად გადნეს. შემდეგ ფრთხილად შევურიოთ ხაჭოს. დავამატოთ ხილიც და ავურიოთ.



    გავანაწილოთ ფორმებში  და გავაციოთ მაცივარში რამდენიმე საათი. ფორმიდან ადვილად რომ ამოვიღოთ, ფორმის ძირი რამდენიმე წამით ჩავდოთ ცხელ წყალში. 
    ზემოდან მოვრთოთ გამდნარი თეთრი შოკოლადით და ხილით

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა