სოუსი სალათა "ცეზარისთვის"

4-06-2023, 15:40
284 ნახვა
Aa

სალათა "ცეზარის" კლასიკურ სოუსში შედის ისეთი ინგრედიენტები, რომლებიც ხშირად ხელმისაწვდომი არ არის. ამიტომაც გთავაზობთ გამარტივებულ, თუმცა არანაკლებ გემრიელი სოუსის რეცეპტს ამ პოპულარული სალათისთვის.

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მაიონეზი - 2.00 ს/კ
  • ლიმონის წვენი - 50.00 მლ
  • ზეითუნის ზეთი
  • მარილი და პილპილი
  • ნიორი - 2.00 კბილი
  • პარმეზანი - 100.00 გ

    მომზადების წესი

    გახეხეთ პარმეზანი წვრილ სახეხზე. ნიორი გაატარეთ პრესში.

    პატარა ჯამში აურიეთ მაიონეზი, გახეხილი პარმეზანი, ნიორი, პილპილი (შეგიძლიათ გამოიყენოთ წიწაკების ნარევი), მარილი, ლიმონის წვენი - ათქვიფეთ ყველაფერი ბლენდერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

    ისე, რომ არ შეწყვიტოთ თქვეფა, წვრილ ნაკადათ ჩაუშვით ზეითუნის ზეთი.

    მზა სოუსი გამოყენებამდე გააჩერეთ 15 წუთი, რათა ინგრედიენტები ერთმანეთს კარგად გაუჯდეს.

    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა