სალათა „ადამი და ევა“

4-06-2023, 15:21
161 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ნივრის ფხვნილი - 1.00 ჩ/კ
  • პური - 200.00 გ
  • კეტჩუპი - 1.00 ს/კ
  • მოხარშული კვერცხის გული - 3.00 ცალი
  • ბულგარული წიწაკა - 1.00 ცალი
  • პეკინური კომბოსტო - 120.00 გ
  • კამა
  • ზეთი - 2.00 ს/კ
  • პაპრიკა
  • მარილი და პილპილი
  • ზეითუნის ზეთი - 3.00 ს/კ
  • ბრინზა - 100.00 გ
  • პომიდორი - 1.00 ცალი
  • ქათმის ფილე - 120.00 გ

    მომზადების წესი

    ქათმის ფილეს მოაყარეთ ცოტაოენი მარილი და პილპილი და შეწვით კარგად გახურებულ ტაფაზე ძალიან ცოტა ზეითუნის ზეთში. გააცივეთ.

    მოამზადეთ პურის კრუტონები. ცალკე ჯამში ერთმანეთში აურიეთ პაპრიკა, ნივრის ფხვნილი და მწიკვი მარილი. პურის ნაჭრებს მოაცილეთ კანები და დაჭერით პატარა კუბიკიებად. ჩაყარეთ სუნელების მომზადებულ ნარევში. აურიეთ და ჩაასხით ზეთი. კვლავ ამოურიეთ. გადაიტანეთ პური ცეცხლგამძლე ფორმაზე და გახუხეთ 160 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთით.

    პეკინური კომბოსტოს ფოთლები დაჭერით წვრილად. ბულგარული წიწაკა დაჭერით მოგრძო წვრილ ნაჭრებად. პომიდორი დაჭერით კუბიკებად. შემწვარი და გაცივებული ქათმის ფილე დაჭერით მოგრძო ჩხირებად, ბრინზა - კუბიკებად.

    კამა დაჭერით წმინდად და ამოავლეთ ყველის კუბიკები დაჭრილ კამაში.

    მოამზადეთ სოუსი. პატარა ჯამში გაქენით მოხარშული კვერცხის გული მდოგვთან და კეტჩუპთან ერთად. ნელ-ნელა, წვრილ ნაკადათ ჩაუშვით ზეითუნის ზეთი და ურიეთ, სანამ მასა ერთგვაროვანი სოუსის კონსისტენციის არ გახდება.

    ღრმა სასალათეში აურიეთ ყველა დაწრილი ბოსტნეული და ქათმის ფილე. მოასხით ზოუსი და ზემოდან მოაყარეთ პურის კრუტუნები და კამაში ამოვლებული ბრინზა.

    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა