ცეზარის ვრაპი ქათმით - კვირის რჩეული კერძი კაფე “პიატოში“

4-06-2023, 10:38
177 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • პილპილი
  • პარმეზანი - 50.00 გ
  • მარცვლოვანი მდოგვი - 25.00 გ
  • ლიმონის წვენი - 30.00 მლ
  • ზეითუნის ზეთი - 70.00 მლ
  • კვერცხი - 2.00 ცალი
  • ტორტილასი (სომხური ლავაში)
  • აისბერგის ფურცლები - 100.00 გ
  • ქათმის ფილე - 120.00 გ

    მომზადების წესი

    ქათმის ფილე შევბრაწოთ მცირე რაოდენობის ზეთში და დავჭრათ წვრილად. დავანაწევროთ აისბერგის ფურცლებიც. უნდა მოვამზადოთ სპეციალური დრესინგი: 2 კვერცხი ავთქვიფოთ ზეითუნის ზეთთან ერთად და მიღებული მასას ბლენდერში ნელ-ნელა დავუმატოთ ლიმონის წვენი, მარცვლოვანი მდოგვი და პარმეზანი. დრესინგი შევურიოთ ქათმისა და აისბერგის ფურცლებს. მიღებული მასა კი გადავახვიოთ ტორტილასში.

    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა